
ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.
ბრძოლას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.
მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა