
ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს ოჯახურ კადრებს. საზოგადოების მხრიდანაც ინტერესი წყვილის მიმართ არასდროს წყდება.
ირაკლის და ლიზას ორი შვილი ჰყავთ, ვაჟი გიორგი და ცოტა ხნის წინ დაბადებული ნინა.
ლიზა ჩიჩუა ამჯერად დედასთან, ექიმ ქეთი ასათიანთან ერთად სტუმრად გადაცემაში ღამის შოუ იმყოფებოდა, სადაც პროექტ „მიმღერეზე“ ისაუბრეს:
„არ ვიქნები ალბათ ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ „მიმღერე“ არის სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული პროექტი. ძალიან ქართული და ეროვნული. არც მიკვირს, რადგან საოცარი ადამიანები დგანან ამ პროექტის სათავეებთან. ის გუნდი, რომელიც არ ჩანს კადრში არის განძი. ჩვენც გვხვდა წილად მიგვეღო მონაწილეობა. იმდენად მომწონდა ეს პროექტი არაერთხელ მითქვამს რომ სურვილი მქონდა, უბრალოდ მერიდებოდა. ამდენ პროფესიონალში ეს ორი არაპროფესიონალი. თუმცა გუნდმა გაგვიიოლა ყველაფერი“, - აღნიშნა ქეთი ასათიანმა.
გადაცემაში ისაუბრა ლიზა ჩიჩუამაც:
„მიმღერე ისეთი საოცარი პროექტია, უდიდესი სიამოვნება იყო ჩემთვის მონაწილეობის მიღება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მონაწილეები არ ვიცოდით ვინ იყო“, - აღნიშნა ლიზა ჩიჩუამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე დახვეწილი...“ - ეკო ფანგანი ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕ საქართველოს ძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
⭕„აქ მხოლოდ ერთი მეფეა...“ - ლაშა ბექაური იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ კადრებს აქვეყნებს