Digest Logo

🎥 „ლა ბუბუ“ არის დემონური ენერგიების სახლი და ვისაც ეს გაქვთ, თქვენ ცხოვრებაში იქნება კონფლიქტი, მესამე თვალის გახსნა და ავარიები...“ - გოგა მანიას გაფრთხილება!

1751812202
გოგა მანია

საყვარელი სათამაშო თუ ეშმაკისეული ფენომენი - რატომ იზიდავს ასე მასობრივად ის ადამიანებს? „ლა ბუბუს“ მილიონობით სტატია თუ Tiktok ვიდეო მიეძღვნა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა.

„ლა ბუბუ-ს“ პერსონაჟები ხშირად გამოიყურებიან უცხო, ელფური ან ეშმაკის სტილში - წაწვეტებული ყურებით და თვალების უჩვეულო ფორმებით. ეს ვიზუალი ზოგიერთ მორწმუნე ადამიანებში აღიქმება, როგორც „ეშმაკისეული“, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი ამაზე არ აკეთებს აქცენტს.

მაგალითად, ზოგიერთი „იუთუბერი“ ამტკიცებს, რომ „ლა ბუბუ“ ბოროტი ძალის სიმბოლოა, რომელიც მსოფლიოში ქვესკნელის ძალის გავრცელებას ემსახურება.

სწორედ ამ ტრენდული სათამაშოს შესახებ აქვეყნებს საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია ვიდეოს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

მისი თქმით, „ლა ბუბუ“ დემონური ენერგიების სახლია.

„იგი არც ადამიანია, არც ცხოველი. ნებისმიერი სათამაშო, მანქანა თუ დეტალი არის ჩვენს ენერგიაზე და დროზე მორგებული. 

დემონური ენერგიები მარტივად სახლდებიან, ადამიანში, ცხოველში და ასევე თოჯინებში. 

„ლა ბუბუს“ სათამაშო სწორ დროს არის „შემოგდებული“ ხალხისთვის, მათ უნდოდათ ენერგეტიკულად რაღაცის გაკეთება. ძალიან მალე მოხდა მისი ატაცება“, - ამბობს გოგა მანია. 

რა შეიძლება „ლა ბუბუმ“ მოიტანოს ადამიანის ენერგიაზე?

ლა ბუბუს აქვს ისეთი პორტალი, სხეული რომ მასში მარტივად ჩასახლდეს დემონური ენერგია.

„ლა ბუბუ“ არის პირდაპირ დემონური ენერგიების სახლი, ის სწორედ ამისთვისაა გათვლილი. ასევე ეს არის ამ წელზე გათვლილი თოჯინა.

რა მოაქვს ამ თოჯინას?

ვისაც „ლა ბუბუ“ გაქვთ თქვენ ცხოვრებაში იქნება - გაურკვევლობა, კონფლიქტი საყვარელ ადამიანთან, მესამე თვალის გახსნა. 

ყურადღებით იყავით „ლა ბუბუსთან“, რადგან შეუძლია მოიტანოს ავარიები, ენერგეტიკული დაბინძურება, დაზიანება, შეპყრობა. 

იყავით ყურადღებით სანამ ამ ვითომ უწყინარ სათამაშოს შეიძენთ“, - ამბობს გოგა მანია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ცოცხალი ყვავილებით მოვაჭრეები ჩვენ რომ ვიძინებთ, მაშინ იღვიძებენ...“ - ზურა შევარდნაძის ემოციური პოსტი

🎥 „ერთი მზის დამწვრობაც საკმარისია კანის კიბოს რისკისთვის“ - როგორ აბერებს მზე კანს? კოტე თოდუას რჩევები!

🎥 ნუცა ბუზალაძის ენერგიული ცეკვა - „ცეცხლი ხარ“