Digest Logo

🎥 „მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგლის ლეკვი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს...“ - პატრიარქის და მგლის ლეკვის საოცარი ისტორია

1773983932
ეთერ თათარაიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.

ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე, რომელიც გადაცემაში პატრიარქის და მგლის ლეკვის ისტორიის შესახებ ჰყვება.

„საპატრიარქოში დაგვიძახა და გვიამბო მგლის ამბავი, თუ როგორ ჩამოუყვანა ცხონებულმა იორამ ღუდუშაურმა მგლის ლეკვი საჩუქრად და საპატრიარქოში დაუტოვა.

პატრიარქი ჰყვება, ვერც ის ვუთხარი, რატომ ჩამომიყვანეო, რახან საჩუქარი იყოო, მე არ შემიძლია უფლებაშეზღუდული არსების ყურება, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი, რადგან ალბათ მან იფიქრა რომ ეს ძალიან მაგარი საჩუქარი იყოო.

თუმცა ჰყვებოდა პატრიარქი, რომ მთელი ზამთარი ტანჯვით გაატარა და სთხოვა, იორამს გაზაფხულზე რომ ჩამოვიდა ეს ლეკვი წაეყვანა და ბუნებაში გაეშვა. 

ერთხელაც, როდესაც სნოში აბრძანდა პატრიარქი, იორამის სახლთან გაუვლია და დაუნახავს, ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ბადესთან ახლოს და დაველაპარაკე: შენ ისევ აქ ჰყავხარ, ამდენი ხანი არ გაგიშვა, ისევ ტყვეობაში ხარ-მეთქი? და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეში; მომიახლოვდაო და თითებზე ლოკვა დამიწყოო. ეტყობა, ხმა და მადლი ჰქონდა ჩარჩენილი. 

ამას პატრიარქი ცრემლიანი თვალებით გვიყვებოდა“,  - ამბობს ფოლკლორისტი. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მხოლოდ მისი სიტყვების მჯეროდა ბავშვობიდან, რომელიც პირადად მითხრა, 15 წლის რომ ვიყავი“ - გიორგი გასვიანი

⭕არქიმანდრიტი იოვანე: კვირას, წესის აგების შემდეგ სიტყვით გამოვლენ ჩამოსული სტუმრები, შემდგომ იქნება ტაძრიდან გამოსვენება და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობა