Digest Logo

„მხოლოდ მისი სიტყვების მჯეროდა ბავშვობიდან, რომელიც პირადად მითხრა, 15 წლის რომ ვიყავი“ - გიორგი გასვიანი

1773913650
 გიორგი გასვიანი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.

ერთ-ერთი ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, რომელიც პატრიარქზე წერს.

„მხოლოდ მისი სიტყვების მჯეროდა ბავშვობიდან, რომელიც პირადად მითხრა, 15 წლის რომ ვიყავი: „გიორგი, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში!“..

ეს სიტყვები რწმენის ტოლფასია ჩემთვის!

11 წელი აფხაზეთში მღვდელმთავრად იმსახურა.

ვისაც გიყვართ ილოცეთ ყველამ!“, - წერს გიორგი გასვიანი. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დარწმუნებული ვარ, ის მადლი, რომელიც ნათლობის დროს ნათლიიდან ნათლულზე გადადის, მუდამ თან გაჰყვება კირას…“ - ნანუკა გულუა

⭕„აიღეთ წითელი სანთელი, დაანთეთ და წარმოიდგინეთ თქვენი მიზანი....“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ

⭕საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს დაამატებს - განრიგი დეტალურად