მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, დაიღუპა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.
უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, რის გამოც ახმეტელიდან „სადგურის მოედნის“ მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეიზღუდა.