მომღერალ სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში კარიერული სიახლეებია - იგი „რუსთავი2“-ის არხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა.
სალომე ბაკურაძეს ტელეწამყვანის ამპლუაში მაყურებელი ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს იხილავს.
ამჯერად „რუსთავი 2“ - თან ინტერვიუში სალომე ბაკურაძე ოჯახზე საუბრობს, სადაც შვილის დაბადების ემოციასა და დედაზე ჰყვება:
„სანტი ცხრა წლის წინ დაიბადა. მახსოვს ლაშიკო სამსახურში იყო და მე გავიგე რომ ორსულად ვიყავი. გავუგზავნე ორსულის ემოციები მესიჯებში. შემდეგ დაიწყო ჩემზე ზრუნვა. სანტის დაბადების დროს იბადება ნამდვილი ემოცია, თუმცა არ მოდის ყველაფერი მაგ დროს. კიდევ და კიდევ ძლიერდება. მეგობრებს ვეუბნებოდი, რაც არ უნდა მითხრათ ეს დასაწყისია მეთქი. ყოველ დღე ვფიქრობდი მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ გავგიჟდე და გადავირიო. ამ სიხარულისგან და ამ სიყვარულისგან. მეტი და მეტი მოდის მაგრამ პასუხისმგებლობებთან ერთად. მივხვდი, რომ ისეთი რაღაც არის, რომ კბილებით უნდა გაიტანო.
დედაჩემი ჩემი ძვირფასი მეგობარია. ის არის ადამიანი, რომელმაც ნამდვილად მომიძღვნა მთელი ცხოვრება. მეც 9 წლის ვიყავი სანტისნაირად, როცა მამა გარდაიცვალა. დედაჩემი დაგვრჩა მე და ჩემ ძმას, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენ განათლებას, წარმატებას. ყველასთვის მძიმე პერიოდი იყო და ჩემი ოჯახი არ იყო განსაკუთრებული. ყველა ოჯახს უჭირდა, ყველა ოჯახში რაღაც ხდებოდა. ამ დროს დედაჩემი იყო ორი შვილით. დედაჩემი არის გმირი, ყველანაირი პრობლემის მიუხედავად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე მემღერა. მე ფეხზე ვმდგარიყავი და მესწავლა. მქონოდა ლაღი ბავშვობა.
ბევრად უფრო მელანქოლიური და ღრმა არის. ეს ჩემი იარაღია ერთგვარი, რომ პოზიტიურად ვიყო. პირველ რიგში ჩემი თავისთვის არის და შემდეგ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მინდა ჩემი წილი სითბო და სიხარული გავუზიარო. ამიტომ როცა შემიძლია ვეცდები გავიღიმო და ვიყო პოზიტიური“, - აღნიშნა სალომე ბაკურაძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ბაკურაძის მეუღლე, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 2025 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეჩერდით და დაფიქრდით, საით მიდიხართ...“ - 5 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕Netflix-მა „ბრიჯერტონის“ მეორე ნაწილის თიზერი გამოუშვა
⭕„აქტიურდება მაშინ, როცა ადამიანი დგას არჩევანის წინ...“ - რაზე ახდენს გავლენას Acrux-ი