Digest Logo

🎥 მეცნიერული ექსპერიმენტები, რაც სიტყვის ძალას ადასტურებს - რატომ აქვს თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას ძალა, შეცვალოს ჩვენი რეალობა?

1773658836
 ლალი ბადრიძე

როგორი ენერგიით ვავსებთ ჩვენს ირგვლივ არსებულ სივრცეს?

რატომ აქვს თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას ძალა, შეცვალოს ჩვენი რეალობა? 

აღნიშნულ საკითხებზე პოდკასტში „ცის სარკე“ პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტმა, ფსიქოთერაპევტმა ლალი ბადრიძემ ისაუბრა. 

მან საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მეცნიერული ექსპერიმენტები გაუზიარა, რითაც სიტყვის უდიდესი ძალა დასტურდება:

„იყო ასეთი ექსპერიმენტი, ძალიან საინტერესო სხვათა შორის, რომელიც ჰარვარდში ჩატარდა. აიყვანეს სტუდენტების ჯგუფი, რომლებსაც მისცეს სიტყვები, რისგანაც უნდა შეედგინათ წინადადებები. 

ერთ ჯგუფს მისცეს აბსოლუტურად ნეიტრალური და ჩვეულებრივი სიტყვები.

მეორე ჯგუფს მისცეს სიტყვები: სიბერე, ნაოჭი, ავადმყოფობა, მოწყენილობა, ერთფეროვნება. 

როდესაც ეს დავალება დაასრულეს, გამოვიდნენ სტუდენტები დერეფანში, წავიდა დაკვირვება ამ სტუდენტებზე. აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ნეიტრალური სიტყვები იყო, ეს სტუდენტები ჩვეულებრივ, ჩქარა, აქტიურად მოძრაობდნენ. 

იმ სტუდენტებთან, სადაც მოხსენებული იყო ნეგატიურ კონტექსტში მოხსენებული სიტყვები, მოხუცებივით მოძრაობდნენ, შენელებულად, თავდახრილები დადიოდნენ. 

სიტყვამ შეცვალა შიგნიდან მდგომარეობა და გამოიწვია აბსოლუტურად სხვა შედეგი. დადასტურდა, რომ სიტყვას შეუძლია ადამიანის ბიოლოგიური განწყობის შექმნაც. 

პოზიტიური სიტყვების დროს გამოიყოფა ისეთი ნეიროტრანსმიტირები, რომლებიც პოზიტივისკენაა მიდრეკილი, ნეგატიურის დროს კი კორტიზოლი, ადრენალინი. 

კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი:

ადამიანების ჯგუფს აჩვენებდნენ ერთნაირ ვიდეოს, როდესაც მანქანები ერთმანეთს ეჯახება. კითხვები დაუსვეს სხვადასხვანაირად.

ერთ ჯგუფს ჰკითხეს: ეს მანქანები, რომლებიც ერთმანეთს შეეჯახნენ, რა სიჩქარით მოძრაობდნენ? 

მეორე ჯგუფს ჰკითხეს: ეს მანქანები, რომლებიც ერთმანეთს შეეხნენ, რა სიჩქარით მოძრაობდნენ? 

პასუხები იყო აბსოლუტურად სხვადასხვა. 

სადა ჰკითხეს, რომ შეეჯახნენ ერთმანეთს - იმათ თქვეს, რომ ძალიან დიდი სიჩქარით. ვისაც ჰკითხეს, რომ შეეხნენ - იმათ დაბალი სიჩქარე დააფიქსირეს. 

ერთი თვის შემდეგ ისევ დაიბარეს ეს ადამიანები და ჰკითხეს, აი, რა დაინახეთო, შუშები ჩამტვრეული ჰქონდა მანქანებსო? იმ ადამიანებს, რომლებსაც უთხრეს, რომ შეეჯახნენ, ყველამ თქვა, რომ შუშები იყო ჩამტვრეული, თუმცა შუშები არ იყო ჩამტვრეული. მეორე ჯგუფმა დააფიქსირა, რომ შუშები არ იყო ჩამტვრეული.

ესე იგი, ჩვენ წარმოდგენებსაც ვცვლით იმით, რასაც ვამბობთ, ოღონდ მხოლოდ იმით კი არა, რასაც ჩვენს თავს ვეუბნებით, სხვასაც რასაც ვეუბნებით. ხშირად ვიცით, ოხ, რა დებილი ვარ, რა თქმა უნდა, მერე ჩვენი გონება ნეგატიურად განეწყობა, გამოიყოფა კორტიზოლი და მზად არის სტრესისთვის ჩვენი ტვინი“, - ამბობს ლალი ბადრიძე.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „შენისთანა გაუზრდელს, უვიცს არაფერი ეშველება-მეთქი, წამოხტა... ეს ყველაფერი რამ გააკეთა? სიტყვამ, მაშინ რატომ არ შეუძლია დადებითი ცვლილება?“ - რას ჰყვება ლალი ბადრიძე

„ბედნიერ წელთა სიმრავლეს და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ“ - ნინო ახობაძე იუბილარია, მუსიკოსი 53 წლის გახდა

„გათავისუფლებული პოლიტიკოსებიდან ორი უკან, ციხეში აუცილებლად დაბრუნდება...“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება