Digest Logo

„მეუბნებიან, რომ ასაკი მომიხდა...სილამაზე წარმავალია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მომავალი, რადგან ადრე უშნო ვიყავი“ - ნინო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს

1710745992
ნინო ჩხეიძე

ყველასათვის საყვარელი მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე საოცარ ფორმაშია.

როგორც მომღერალი ამბობს, მას ხშირად ეუბნებიან, რომ ასაკი მოუხდა და კიდევ უფრო დამშვენდა.
  
 „ჩემს ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, არ მომწონს. ბევრი მეუბნება, რომ ასაკი მომიხდა…სილამაზე დროებითი და წარმავალია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მომავალი, რადგან ადრე უფრო უშნო ვიყავი…“, - აღნიშნა ჩხეიძემ გადაცემა „სხვა რაკურსში“.

ნინო ჩხეიძემ ქალაქური სიმღერების ჩაწერა 2005 წელს დაიწყო - განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა „ჩემი გმირი გიწოდე“ და „წაღვერი და თბილისი“. მომღერალი 21 წლის ასაკში გათხოვდა. მისი მეუღლე გიორგი კორახაშვილია. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. 

ამჯერად ნინო გადაცემიდან „გული მღერის“ უახლეს ფოტოებს გვიზიარებს. იგი ამ გადაცემის თანაწამყვანია, სადაც ხშირად ასრულებს სიმღერებს. 

„ულამაზესი ნინო“;

„დახვეწილი მანერების მქონდე მომღერალი და ელეგანტური“;

„უბერებელი, მაგრამ რა დროს შენი სიბერეა ჯერ, ბავშვი ხარ საყვარელო“,- წერენ კომენტარებში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პუტინმა არჩევნებში გაიმარჯვა

🎥 ქეთი ხატიაშვილი ახალდაბადებულ შვილთან ერთად ქუჩაში გამოჩნდა - „არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ“

🎥 „ავარიის შედეგად დავკარგე თითები, მხედველობა, სახის ძვლები დამემტვრა... ყველამ მიმატოვა, საჭესთან ვინც იჯდა, იმ მეგობარმა საერთოდ არც მომიკითხა“ - მარიამ ტატანაშვილი