„დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი, დათრგუნა და განაქარვა ის, როგორც ხორციელი, ფიზიკური, ისე სულიერი სიკვდილიც“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი, დათრგუნა და განაქარვა ის, როგორც ხორციელი, ფიზიკური, ისე სულიერი სიკვდილიც.
მან ყველაფერი განამზადა ჩვენი სულის ცხონებისთვის. ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის. ეს არის უკვე ჩვენი შრომისა და გარჯის საქმე.
უფალი ყველას მოუწოდებს, მან მთავარი რამ გააკეთა: გაგვიხსნა ბჭენი სასუფევლისანი, მოგვიწოდებს ყველას და ამბობს: „ვისაც სურს ცხოვრებაში შესვლა, დაიცავით მცნებები“ (მთ. 19, 17).
აი, ეს არის მხოლოდ ჩვენი საზრუნავი, რომ დავიცვათ მცნებები, რათა ჩვენი აღდგომა მოხდეს ჩვენი სულების გადასარჩენად.
ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!“ - აცხადებს მეუფე შიო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ისტორია სააღდგომო პასქის შესახებ - მადლის, სიცოცხლისა და აღდგომის სიმბოლო
⭕რას ნიშნავს აღდგომის ღამით ნანახი სიზმარი - ეს უნდა იცოდეთ!
⭕12 და 13 აპრილს თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს