Digest Logo

მეუფე შიო: მრავალი ჩვენგანი დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა - ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია

1775834354
მეუფე შიო მეუფე შიო

სამების საკათედრო ტაძარში მწუხრის ჟამი და გარდამოხსნის წესი შესრულდა.

გარდამოხსნა სამების ტაძარში, სპეციალურ სადგამზეა დაბრძანებული და იგი იქ არასრული სამი დღე დარჩება. მსახურების დროს შესრულდა იესო ქრისტეს დატირების საგალობელი.

გარდამოხსნის წესის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

„იცით ეკლესიის სწავლება, რომ ჩვენი ცოდვებით კვლავ და კვლავ ჯვარს ვაცვამთ მას. და რომ იგი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობისგან. ცოდვების ტვირთისგან.

უფალიც სწორედ ამას ელოდება ჩვენგან, რომ ჩვენი ცოდვებით დამძიმებული და დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის, რადგან მრავალი ჩვენგანი და ზოგიერთი წლების განმავლობაშიც კი, დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში - ღმერთის გარეშე, საკუთარი ძალებით, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა, მხოლოდ ამპარტავნული და უგუნური მცდელობაა. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია“, - განაცხადა მეუფე შიომ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა გელოდება ერთ კვირაში, მოძებნე შენი ზოდიაქოს ნიშანი - რა რეკომენდაციას გიზიარებს თაკო მელიქიშვილი

რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ - „მითხრა მხოლოდ 2 სიტყვა, კარგად ვარო“

„პროექტის დაწყება, მოგზაურობა, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა“ - 10 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით