Digest Logo

დღეს, 10 აპრილს, წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე

1775767210
წითელი პარასკევი

დღეს, 10 აპრილს, წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე, აცხობენ პასქებს, რადგან, სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მრავალი ნიჭიერებით გამოირჩეოდა...ეს ყველაფერი დედამისის დამსახურებაა, ახალგაზრდა ქვრივი ქალის“ - გიორგი გასვიანი ქეთი სვანიძეზე

⭕„აღარ მინდა ვინმემ მკითხოს „რა გჭირს“...ამ თემაზე საუბარს მეტს აღარ ვაპირებ“ - გივიკო დიდია ნათელა ბებოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს

⭕ რა მოხდება, თუ აღდგომის ღამეს სიზმარი დაგესიზმრება? – უცნაური რწმენები, რომელიც ბევრს ჯერ კიდევ სჯერა