Digest Logo

🎥 „მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია... დაკრძალვის შემდეგ ჩემი შვილის საფლავზე არ ვყოფილვარ, არ შემიძლია...“ - ტარიელ ხარხელაური

1727984713
ტარიელ ხარხელაური

„მე შეიძლება საკუთარ თავს ვუთხრა საყვედური, მაგრამ უფლის წინაშე საყვედური არ მითქვამს, არც იმ ტრაგედიის გამო რომელიც მოხდა“, - ამის შესახებ მწერალი ტარიელ ხარხელაური „სხვა რაკურსში“ საუბრობს. 

როგორც იგი ჰყვება, შვილის დაკრძალვის შემდეგ მის საფლავზე არ წასულა.

„ღმერთმა მე ამ ტკივილით გამომცადა, შევძლებდი თუ არა ამ ტკივილის ტარებას. როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება როგორ ვიცხოვრე. ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით. 

მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია, იგი მე მიფრთხილდებოდა. დაკრძალვის შემდეგ ჩემი შვილის საფლავზე არ ვყოფილვარ, არ შემიძლია ჩემი შვილის საფლავი ვნახო. ჩემი შვილი ჩემ პოეზიაში გადავიტანე და მას იქ ვესაუბრები“, - ამბობს ტარიელ ხარხელაური.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ქართული შოუბიზნესი არ მაინტერესებს... შოუბიზნესისთვის არ ვცოცხლობ, ვცოცხლობ ჩემი ოჯახისა და ბავშვებისთვის“ - თამო ვაშალომიძის მიმართვა

⭕„ვერ ვხდები ასეთი რამე რატო უნდა მოგინდეს...“ - ზურა ხაჩიძის პირველი კომენტარი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

⭕„პირადად გავიცანი და მივულოცე ჩემპიონობა“ – რა კადრებს აქვეყნებს ნინუცა ორჯონიკიძე