მოდელი თამო ვაშალომიძე „ტიკ-ტოკზე“ ვიდეო მიმართვას აქვეყნებს.
როგორც იგი ჰყვება, ქართული შოუბიზნესი არ აინტერესებს და არავის არაფერში არ ეჯიბრება.
„შოუბიზნესის ადამიანებთან მე არ ვმეგობრობ. შესაჯიბრი არავისთან არაფერი მაქვს, არც მე, არც ჩემს კომპანიას. უბრალოდ, თუ რაღაცას ვაკეთებ, ჩემს თავს ვუმტკიცებ, მე რა შემიძლია გავუკეთო თამო ვაშალომიძეს.
ჩემი კომპანია Tamoskin არის ხალხის კომპანია, ბედნიერი მომხმარებლისგან გამომდინარე, უფრო მეტი და მეტი მოტივაცია მაქვს, შევქმნა ახალი პროდუქტები, განსხვავებული და კარგი და გავიტანო უცხოეთში. რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც Tamoskin-მა გააკეთა იყვნენ სტუმრები დაპატიჟებული, ზოგმა გამარჯობაც კი არ მითხრა, არავინ მონიშნა ჩემი კომპანია. მაშინ ეს ვენეციის ამბები არ მქონდა დადასტურებული. გული დამწყდა, შოუბიზნესის სამყაროში ყველა ვიღაცის ვიღაცაა. თუ დააკვირდებით, არასდროს ვარ მიწვეული ღონისძიებებზე, ეს ჟურნალის პრეზენტაცია იქნება თუ სხვა რამ, იმიტომ, რომ არ მივეკუთვნები არც ერთ სექტას, ჩემთვის ვარ და არავისთან ვმეგობრობ. მე ჩემ საქმეს ვაკეთებ, ჩემი ოჯახი და კომპანია მაქვს.
გული დამწყდა, მაგრამ მიზნად დავისახე, რომ ჩემი კომპანია გაეცნო მთელ მსოფლიოს. ბევრი საინტერესო შემოთავაზება მაქვს“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
@tamovashalomidzee ♬ original sound - tamo vashalomidze
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ქამრით დავბრუნდი სამშობლოში!“ - მერაბ დვალიშვილი
🎥 „60 წლის ვარ და რომ გავშიშვლდე, პატარა ბავშვის აღნაგობა მაქვს...“ - გია ნიკოლაძე
⭕ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის შემოდგომა რთული იქნება