Digest Logo

🎥 „მღვდლობის მოწოდება არ არის ექსტაზი, რომელშიც შეგიძლია ჩავარდე და ამით სიამოვნება მიიღო, ეს არის პასუხისმგებლობა და საუკუნო ბეჭედი...“ - მამა იორონიმე

1778663072
მამა იორონიმე

მამა იერონიმე (ქათამაძე) საბერძნეთისა (ათენის უნივერსიტეტი) და შვეიცარიის (ჟენევის) საერთაშორისო უნივერსიტეტების სრული დაფინანსებითა და წარმატებით დასრულების შემდეგ, 2025 წელს კვლავ სრული დაფინანსებით (100% სტიპენდიით) ჩაირიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონის Holy Cross School of Theology (HCHC)-ში, გაძლიერებულ მაგისტრატურაზე (Master of Theology, ThM). 

ახლა იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. სასულიერო პირი „იუთუბის“ არხზე პოდკასტის „მღვდლებს შორის“ სტუმარი იყო, სადაც ისაუბრა, რატომ აირჩია მღვდლობა:

„ვფიქრობ, რამდენ მღვდელსაც არ უნდა დაუსვა ეს შეკითხვა, იმდენ განსხვავებულ პასუხს მიიღებ, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანის გამოცდილება არის ძალიან განსხვავებული და ინდივიდუალური. 

მოწოდება ჩემთვის არის ორი ტიპის: ერთი გარეგანი, მეორე შინაგანი. არის მომწოდებელი გარეგნულად და არის მოწოდება, რაც შიგნიდან მოდის. 

ჩემს შემთხვევაში, ვფიქრობდი, რომ მოწოდება მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუ მომწოდებელსა და ჩემს მოწოდებულს შორის სინერგიული ბმაა, ანუ კავშირი იქნებოდა. როდესაც ვსაუბრობთ მღვდლობის მოწოდებაზე, აქ უნდა განვასხვაოთ ერთი რამ, ეს არის ემოცია და ემოციური გადაწყვეტილება, მეორეს მხრივ, გადაწყვეტილება,  რომელიც იმდენად სერიოზულია, რომ საუკუნოდ ასახავს შედეგებს შენზე. 

მღვდლობის მოწოდება არ არის ექსტაზი, რომელშიც შეგიძლია ჩავარდე და ამით სიამოვნება მიიღო. მღვდლობა არის პასუხისმგებლობა, სერიოზული, საუკუნო გადაწყვეტილება, რომლითაც დაბეჭდილი ხარ ქრისტეს და ქრისტეს ერთიანი მისტიკური სხეულის, ეკლესიის წინაშე და შესაბამისად, ჩემი მოწოდება ვიპოვე მაშინ, როცა მივხვდი, რომ ჩემი შინაგანი მოწოდება დროს არ ექვემდებარებოდა, ის დროისა და სივრცის მიღმა იყო“, - ამბობს მამა იორონიმე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ ვფიქრობ, რომ მღვდლობა არის ჩემი გზა... არჩევანის თავისუფლება პიროვნების ღირებულებაა“ - რატომ გადაწყვიტა ირი­ნე­ოს შენ­გე­ლიამ მღვდლობა

„სილამაზეც გენეტიკაა, მართლაც შეუდარებელი დედა-შვილი“ - ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი ფოტოგრაფის ობიექტივში

„ყურადღება მიაქციეთ წყლის ბალანსს ორგანიზმში, თირკმელებს და ემოციურ ფონს“ - 13 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი