ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე 54 წლის გახლავთ. იგი ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და მუდამ დიდ მოწონებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.
ნინო გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც ქმართან, გუგა კუზანოვასთამ პირველი პაემნის ისტორია გაიხსენა:
„ძალიან საინტერესო პაემანი იყო, „ექშენი“ გუგასთან, 1993 წელი. სულ 3 პაემანზე ვიყავი.
17 აგვისტოს გავიცანი, ალბათ 15-ჯერ ვნახე და 6 ნოემბერს ქორწილი გვქონდა. წავედით ბოტანიკურ ბაღში, მიკეთია დედაჩემის ბაღჩები, ბრილიანტებში ასხმული, გუგას ბაბუამისის ოქროს საათი.
მახსოვდა, რომ თუ საათს გეკითხებოდნენ, არ უნდა გეპასუხა და ვიღაცამ გვკითხა, რომელი საათიაო და გუგამ უპასუხა. მოგვაყენეს ვიღაც ავტომატიანები, გადასერილი ხელებით, აბა მოიხსენი საათიო. ტვინში მირტყავს, როგორ გინდა მოიხსნა დედაჩემის ბაღჩები.
მოხსნას სულ მოვასწრებთ -მეთქი და გავიყვანე მძარცველი, რაღაც ისტორიები მოვუყევი, მოვძებნე უამრავი საერთო ნაცნობები და ვინც კი კრიმინალი გამეგო, ჩემ მეგობრად გამოვსახე. ჰოდა გამოგვიშვა“, - იხსენებს ნინო ნადირაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მთელს პლანეტაზე საუკეთესოა✨“ - მატილდა გვარლიანის ახალი კადრები სოცქსელიდან