ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი საგოლე მოქმედება ჩაიწერა. მისმა „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში „ბაიერნთან“ ფრედ ითამაშა (1:1) და ფინალში გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რთული ფინალი ელის:
„ძალიან გახარებულები ვართ, თუმცა ისიც ვიცით, რომ მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გველის „არსენალთან“. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. თუმცა არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ ბევრი რამ შეგვიძლია.
დღეს „ბაიერნი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ყველაზე მეტად სწორედ მასთან გაგვიჭირდა. თუმცა, ყველას დავანახვეთ, რომ ასეთ გუნდებთანაც შეგვიძლია გამარჯვება.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. მიხარია, რომ შრომა მიფასდება, ფეხბურთი მიბრუნებს გოლებს და პასებს. თუმცა მთავარი გუნდის წარმატებაა.
მიხარია, რომ ჩემი თამაშით „პსჟ“-ს გამარჯვებებში ვეხმარები“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ ეძებ ფულს იქ, სადაც ის არ არის“ - რას წერს ეზოტერიკოსი