Digest Logo

🎥 „მიხარია, როცა ჩემი სახელი ისევ ისმის...“ - ლუკა ზაქარიაძე მუსიკალურ გემოვნებაზე, დეპრესიასთან ბრძოლასა და კარიერაზე

1791572634
ლუკა ზაქარიაძე

მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული, მომღერალი ლუკა ზაქარიაძე გადაცემაში საკუთარი მუსიკალური გემოვნების, დეპრესიასთან ბრძოლისა და პროექტის შემდგომი ცხოვრების შესახებ გულახდილად საუბრობს.

მომღერალმა გაიხსენა, თუ როგორ ეხმარებოდა მძიმე მუსიკა და დევიდ ბოუვის შემოქმედება რთული პერიოდების გადალახვაში. ზაქარიაძემ ასევე ისაუბრა პროექტში მონაწილეობისას განცდილ უდიდეს პასუხისმგებლობაზე, ხალხის სიყვარულსა და საკუთარი საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებაზე:

„სათობით შემიძლია მოვუსმინო ტრენტ რეზნორს, დევიდ ბოუვის, ბოუვის უფრო მეტი აქვს შექმნილი, ვიდრე ნებისმიერ სხვას, ლაივში ისე აქვს დაკრული ნებისმიერ სხვას ჯობია. „ფსაიქონაუტს“  გადავურჩენივარ მე, ვიძინებ ამ მუსიკით. საუკეთესოა დეპრესიის დროს. ხანდახან კლასიკას უნდა მოსწყდე და უნდა მოუსმინო მძიმე მუსიკას. 

პროექტში მონაწილეობისას მივხვდი რომ ქვეყანა მიყურებდა. ყველანაირი დარიგება მახსენდებოდა, სცენაზე გავიწყდება ბევრი რამ, თუმცა ბევრი რაღაც გახსოვს. ყველასგან დამოუკიდებლად ნიჭიც ფასდება, თუ ნამდვილად არის ნიჭი. აუცილებლად ფასდება ასეთი ადამიანი. ისეთი ხალხია ჩარეული მაგ ამბებში, ყველა წელს ახალი ინფორმაციაა. მიხარია როცა ჩემი სახელი ისევ ისმის ხოლმე. აი ხალხი ამბობს, რომ გაქრი, თუმცა მახსოვს შენი ნამღერი.

როცა პროექტში გამოვედი მინდოდა საკუთარი თავისგან მაქსიმუმი და 99% კარგად ვაკეთებ, მაშინაც კი როცა გაციებული ვარ“, - აღნიშნა ლუკა ზაქარიაძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა გაღიზიანებდეთ ყველა...“ - სამი ათიანის პორტალი და ახალმთვარეობის პიკი: რას აფრთხილებს მოსახლეობას მიხეილ ცაგარელი?

⭕ „ყურადღება მიაქციე იმ შესაძლებლობას, რომელსაც დიდი ხანია ატარებ“ - 9 ოქტომბრის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

⭕„კლასიკური სტილი ძალიან გიხდებათ“ - კახა კალაძე „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

✕