Digest Logo

მიხეილ ცაგარელი: „თოფურიას ბრძოლა კოსმოსურ პორტალს დაემთხვა, ამ დროს მიღებული ტრავმა სპორტსმენს დიდხანს გააწვალებს“

1781509030
მიხეილ ცაგარელი

UFC Freedom 250-ზე ილია თოფურიას დრამატულ მარცხს ჯასტინ გეიჯისთან, ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემა „იმედის დილაში“ გამოეხმაურა. ასტროლოგის განცხადებით, მერწყულის ნიშნით დაბადებული ქართველი ჩემპიონის მარცხი შემთხვევითი არ ყოფილა და პირდაპირ უკავშირდება იმ რთულ კოსმოსურ მოვლენებს, რომლებსაც ახლა დედამიწა გადის.

ცაგარელმა განმარტა, რომ ბრძოლის პერიოდი დაემთხვა ახალმთვარეობას, რაც სპორტსმენებისთვის ყველაზე სახიფათო დროა. მიხეილ ცაგარელის თქმით, მერწყულებისთვის (მათ შორის ილიასთვის) ამ პერიოდში ყველაზე სენსიტიური და სახიფათო ზონა სწორედ პირადი სფერო არის:

„ამ ნიშნისთვის ახლა მთავარი პრობლემა პირადი ურთიერთობაა. მთავარია აქ არ იყოს სირთულე, რადგან შესაძლოა ამან ფსიქოლოგიურად სრულად მოშალოს ადამიანი. თავად ილია ისე ჯანზეა, იღბლიანია, მაგრამ კოსმოსური ფონი ძალიან მძიმეა. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ახალმთვარეობაზე ბრძოლას საერთოდ არ დავნიშნავდი. ამ დროს საგრძნობლად იმატებს ტრავმულობის რისკი და ამ პერიოდში მიღებულმა ტრავმამ ის შესაძლოა დიდხანს გააწვალოს“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

აღსანიშნავია, რომ „იმედის“ დილის პირდაპირ ეთერში გადაცემის მიმდინარეობისას, პარალელურად ილიას ჩხუბის პირველი რაუნდი მიმდინარეობდა. 

ცნობისთვის, აშშ-ის დაარსების 250-ე წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებული გრანდიოზული ღონისძიება UFC Freedom 250 სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ამ უპრეცედენტო საღამოს მთავარი ბრძოლისთვის ოქტაგონი პირდაპირ თეთრი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც ერთმანეთს ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია და ამერიკელი „ჰაილაითი“, ჯასტინ გეიჯი, დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა ზუსტად ისეთივე ცეცხლოვანი გამოდგა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა. ილია თოფურიამ შეხვედრა ფენომენალურად დაიწყო.

პირველი ორი რაუნდი სრულად ქართველი მებრძოლის კარნახით წარიმართა. ილია სისწრაფის, ზუსტი კრივისა და შესანიშნავი ტაიმინგის წყალობით აშკარად სჯობნიდა მეტოქეს. გეიჯიმ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა მისთვის ჩვეული სიმტკიცე გამოავლინა და გაუძლო თოფურიას ზეწოლას, რომელმაც პირველი ორი რაუნდი მსაჯების ბარათებზე დაჯერებულად მოიგო. თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში. 

„ილიამ ორი რაუნდი იდეალურად ჩაატარა, მაგრამ გეიჯის ხასიათის გატეხვა თეთრ სახლში შეუძლებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნავდნენ კომენტატორები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 კრიზისული პიკი, 4 გეომაგნიტური დღე და საკრალური მზებუდობა: მიხეილ ცაგარელის საგანგებო გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს