Digest Logo

„მიკვირს, აქამდე როგორ არ შეწირეს ვინმე ბავშვი… ისეთ თაობაზე გავიდნენ, ვისაც ისედაც სულ პროტესტი აქვს ყველაფერზე“ - ლაშა ბასლანძე

1714550432
ლაშა ბასლანძე

რუსთაველის გამზირზე, 30 აპრილს პარლამენტთან, „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი.

აღნიშნულ აქციას პროდიუსერო ლაშა ბასლანძე ეხმაურება, რომელიც ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურს მიმართავს.

„ოდესღაც აუცილებლად სამყარო დაგიბრუნებთ ყველაფერს აი ამ ბავშვების, ასე გაგიჟებისთვის! ლომჯარია, გიგაური და damon wilson-ის ფულებისთვის, რომ ფარად აიფარეთ… ან სამყარომდე, ვინმე, სადმე სადარბაზოსთან გაგიპობთ თავს და იცოდეთ ეგ ზუსტად აი მაგ ბავშვების გამოა!

ამათ მოკითხეთ ეგ ამბავი, მაინც ჩაძაბეს… მიკვირს, აქამდე როგორ არ შეწირეს ვინმე ბავშვი… ისეთ თაობაზე გავიდნენ, ვისაც ისედაც სულ პროტესტი აქვს ყველაფერზე.. მაგრამ არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ცენზურა მოსულა და ხელშეუხებელია ვინმე.

სპეცრაზმზე ოცნებობდნენ ეს დღეები და ტეხავს, რომ აუხდათ… თან შარშან, რომ კინაღამ ჩაწვა ის უტევს გმირად შერაცხული.

ყველა ნაცემი ბავშვი არის მაგ მანიაკების კისერზე, ფიდზე კიდევ თავს ვიკავებ...შენ ლაივში უნდა ნახო

უბრალოდ პაპუასების დრო ხომ არაა კაცო? ახსნან რატომაა გამჭვირვალობა რუსეთი?“,- წერს ლაშა ბასლანძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყველა ღალატს თავისი საფასური აქვს - მას სიმართლე ეწირება... იესომ ეს წესი დაარღვია“ - რას წერს გია მურღულია

🎥 ვის ელის მოულოდნელი თავსატეხი სასიყვარულო კუთხით და ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა შეიკავონ თავი ფინანსების გაცემისგან

🎥 კოსმეტიკა, რომელიც აზიანებს თირკმელსა და ნერვულ სისტემას - ზაზა თელიას განმარტება