მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სცენაზე სპექტაკლის შემდგომ მაყურებელს პოლიტიკური განცხადებით მიმართა.
„დაიჯესტი“ მსახიობ გიორგი ყიფშიძეს დაუკავშირდა და კოლეგის „პერფორმანსის“ შეფასება სთხოვა.
როგორც მსახიობი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთს არ უნდა უკავშირდებოდეს.
„რევოლუციონერები იყვნენ ყოველთვის მსახიობები, მხატვრები, პოეტები და ამაში ახალი არაფერია. მიმაჩნია, რომ სცენაზე სპექტაკლი უნდა ითამაშო და არ უნდა აკეთო მოწოდებები, ეს ჩემი აზრია.
მე, მაგალითად, ეგეთ რაღაცას არ გავაკეთებდი სპექტაკლის თამაშისას, რადგან სულ სხვა გრძნობათა ბუნებაა იქ და ამის დრო არ არის. სპექტაკლის შემდეგ რომ გახვალ მაყურებელში, მაგის შემდეგ შეიძლება იმაზეც ვისაუბროთ, ვის რა აზრი გაგვაჩნია.
სცენა არ მგონია ადგილი იყოს პოზიციების დასაფიქსირებლად. ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში ნაღდად არ არის“, - განაცხადა „დაიჯესტთან“ საუბრისას გიორგი ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა მეორედ დაიწყო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: