Digest Logo

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს - „დიდად ვწუხვართ, რომ 58 წლის ასაკში ღვთივ განისვენა დეკანოზმა“

1712856467
ილია მეორე

საპატრიარქო სოციალურ ქსელში დეკანოზ იოსებ ხოხონიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ იოსებ ხოხონიშვილის გარდაცვალების გამო.

დიდად ვწუხვართ, რომ 58 წლის ასაკში ღვთივ განისვენა დეკანოზმა იოსებ ხოხონიშვილმა - სიკეთით სავსემ, ქვეყნის ერთგულმა, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ღირსეულმა პიროვნებამ და მოძღვარმა.

გულითადად თანავუგრძნობთ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სასულიერო დასსა და მრევლს.

აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ იოსების უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან მართალთა თანა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს, ხოლო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა, მოანიჭოს მშვიდობა და მასთან ლოცვითი ურთიერთობის მადლი“, - წერია სამძიმრის წერილში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„წითელი არ არის მხოლოდ ფერი, ეს არის განწყობა“ - ნინი ქარსელაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„საქართველო და ჩვენი რეგიონი სპორტზე თხრობის ფორუმს უმასპინძლებს... გელოდებით წერეთლის 114-ში“ - რას წერს შოთა არველაძე

თემქაზე ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახა - დაიღუპა მოპედის მძღოლი