
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ სეზონურ ვირუსებზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
ჩხაიძის თქმით, მოლოდინი იმისა, რომ შემდეგი კვირების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს რეალურად არსებობს.
„მიმართვიანობის მკვეთრი გაზრდის გამო იძულებული ვიყავით გაგვეზარდა საწოლფონდი და პაციენტებს ვიღებთ უკვე ორ პედიატრიულ დეპარტამენტში. გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების ნიშნების გამოჩენამდე 24 საათით ადრე. დისტანცირება ამ შემთხვევაში არის არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. ჰაერწვეთოვანი გზა განიხილება როგორც გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან გზად“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვირუსების სეზონი და საფრთხეები - მედიკოსების ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციად ვაქცინაცია სახელდება