Digest Logo

🎥 „მინდა დავივიწყო გარდაცვალება...“ - როგორ გაიხსენა მარჯანიშვილის თეატრმა მსახიობი ზურა ბერიკაშვილი, რომელიც 16 თებერვალს 56 წლის გახდებოდა?

1739769363
ზურა ბერიკაშვილი

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 16 თებერვალს 56 წლის გახდებოდა. იგი 55 წლის ასაკში, 2024 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი სამედიცინო დაწესებულებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

იგი მარჯანიშვილის თეატრის გამორჩეული მსახიობი იყო. თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურა ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში.

ზურა ბერიკაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მარჯანიშვილის თეატრში საღამო გაიმართა, რომლითაც კოლეგებმა მსახიობი გაიხსენეს.

„მე მახსოვს მისი დაბადება, მაშინ ვიყავი 11 წლის. შემდეგ ფაქტობრივად ჩემი გაზრდილია ზურიკო. მინდა დავივიწყო გარდაცვალება, მიჭირს და ძალიან მენატრება“, - ჰყვება რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიყვარული ყველას უნდა“, „ალავერდობა“, „ვერის უბნის მელოდიები“- 17 თებერვალი ლეგენდარული გიორგი შენგელაიას გარდაცვალების დღეა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი