ესპანეთში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. Classic Physique-ს კატეგორიაში (175 სმ.
კატეგორია) მინდია ჭინჭარაულმა პირველი ადგილი დაიკავა და Mr. Europe-ის ტიტული მოიპოვა.
ასევე Classic Physique-ს კატეგორიაში, თავისი სიმაღლის კატეგორიაში მეოთხე ადგილი დაიკავა სანდრო დავითურმა.
ფინალში ასევე თეონა დადეშქელიანმაც იასპარეზა.