Digest Logo

„მიქაუტაძეს ყველანაირად ვეხმარებით“- ვილი სანიოლი

1728035441
გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „ლიონის“ფორვარდის, ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძე მშობლიურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით, მისი კარიერა ისე ვერ ეწყობა, როგორც ველოდით.

„მიქაუტაძე რთულ სიტუაციაშია. უნდა იპოვოს გზა და იბრძოლოს, რათა სათამაშო დრო მიიღოს და თავდაჯერებულობა დაიბრუნოს.

ჩვენ მას ყველანაირად ვეხმარებით და არ დავივიწყებთ იმ ყველაფერ კარგს, რაც მან ნაკრებში გააკეთა. ეს ფეხბურთია, არის ცუდი და კარგი მომენტები და მთავარია, ამ ყველაფერს სწორად მიუდგე“, - განაცხადა სანიოლმა.

მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ „ლიონში“ 6 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა შედეგიანობით ჯერ არ გამორჩეულა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მადლობა რომ შენს შვილებად აგვირჩიე...“ - ბარბარა სამხარაძე დედას იუბილეს ულოცავს

„ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა“ - მერაბ დვალიშვილი ბერი ანდრიას ფონდს ესტუმრა

„ულამაზესი, ასაკი არ ეტყობა“ - კრისტი ყიფშიძე ათენიდან უახლეს ფოტოებს გვიზიარებს

წყარო: lagazzetta.ge