
მსახიობი რამაზ იოსელიანი სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც შინაურ ცხოველზე სახალისო ისტორია გაიხსენა:
„ჩემმა ღორმა დაყარა გოჭები და ერთი აღმოჩნდა ცალი თვალით ბრმა, ნაბოლარა. ჩემი ძმისშვილი ზრდიდა, ბოლოს ლოგინშიც ეწვინა. დავარქვი „მიქელა“ მიქელ-გაბრიელის პატივსაცემად. ეს „მიქელა“ ისე გაიზარდა, შინაურ ძაღლებთან ერთად, არ იცოდა გოჭი იყო. მეზობელი რომ შემოვიდოდა გაიქცეოდა შეეგებებოდა. ერთ დღესაც წავიყვანე და ვაჩვენე მისიანები, ისე შეხედა მე ამათთან არ ვარო. ბოლოს გავყიდე ეს მიქელა, ჰო არ დავკლავდი“, - ჰყვება რამაზ იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გძინავს და უცებ გესმის „დოლი“ - მომღერალი მიშო ჯავახიშვილი სახალისო ისტორიას იხსენებს
🎥 „ვეკითხები - რას აფასებთ ქალში?...მითხრა დიდ მკერდსო“ - რას ჰყვება ბლოგერი, ლანა მეტრეველი