Digest Logo

🎥 „მირეკავენ და მეუბნებიან, გვინდა ვიდეო ჩაწერო, სადაც ხალს მოუწოდებ, რომ აქციაზე გამოვიდნენო, ამაში კონკრეტულ თანხას გადაგიხდითო“ - ლაშა მაზანაშვილის სკანდალური მიმართვა

1733045488
ლაშა მაზანაშვილი

ლაშა მაზანაშვილი საზოგადოებამ მისი ლექსებით გაიცნო და სულ მალე ინტერნეტვარსკვლავი გახდა. მის წაკითხულ ლექსებს მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

პოეტმა სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მას უცხო ადამიანი დაუკავშირდა და ფულის სანაცვლოდ ვიდეოს გავრცელება შესთავაზა. მოთხოვნა იყო, რომ საზოგადოებისთვის მოეწოდებინა ქუჩაში გასვლა და აქციაზე დგომა.

„გუშინ მირეკავენ და მეუბნებიან, გვინდა ვიდეო ჩაწერო, სადაც ხალს მოუწოდებ, რომ აქციაზე გამოვიდნენო. ამაში კონკრეტულ თანხას გადაგიხდითო. თან, მეუბნებიან, ამაში ჩართულია 20-მდე ინფლუენსერიო. 

ვიღაც ინფლუენსერებს უხდიან ფულს, ჯერ საკუთარ სამშობლოსთან აზრის დაფიქსირებაში რომ ფულს იღებ, რა დონის უსირცხვილო, უსამშობლო, უღმერთო უნდა იყო. მათთვის ახლა სულ ერთია ქვეყანაზე ჩაწერენ ვიდეოს თუ სახის კრემს გაარეკლამენებ. 

მაგათ ნათქვამზე უნდა გავიდეთ და ვიდგეთ აქციაზე? თან გვეუბნებიან, მამუკა ხაზარაძის და გვარამიას გვერდით დადექითო, მართლა უსამშობლოების გვერდით დადექითო. 

ხმები რომ გაგვიყალბესო, რა ხმები გაგვიყალბეს, საქართველოს უმრავლესობას ნაცების და ამ სატანების დაბრუნება რომ არ უნდა, მაგას რა გაყალბება და დიდი აზრი უნდა?“, - ამბობს ლაშა მაზანაშვილი.

 

@newswavebuzz

 

♬ original sound - ლაზარეს ხმა უდაბნოდან

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„რევოლუციური სცენარი მთელი სვლით ჩაშვებულია, გარედან მართული პროცესები ემსახურება სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციას - რას წერს სოფიკო სოხაძე

„მე მდიდარი ვარ, მე ფეხზე მყარად ვდგავარ“ - რა მანიფესტაცია უნდა ჩაატარონ ზოდიაქოს ნიშნებმა პირველ დეკემბერს იმისთვის, რომ მან სწორად იმუშაოს

🎥 „დედიკოს ანგელოზები სახლში ბრუნდებიან...“ - რა კადრებს აქვეყნებს შორენა ონიანის მეუღლე