
ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა, მათ შორის მირიან მაისურაძე (92 კგ), რომელმაც მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. ნახევარფინალის საგზურისთვის ქართველი ფალავანი ამერიკელ ჰიდლაის დაუპირისპირდება.
ტურნირზე გიორგი ელბაქიძე (74 კგ), რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები საქართველოს დროით 12:30 საათზე დაიწყო. დღეს 18:30 საათიდან ნახევარფინალები ჩატარდება, ფინალური ბლოკი კი 15 სექტემბერს გაიმართება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი თურქეთიდან ახალ კადრებს გვიზიარებს -„ბედნიერებას გისურვებ“
⭕„რა არის უფლის საქმე?!...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე