Digest Logo

„მისაბაძი წყვილი ხართ“ - თათა გიორგობიანი მეუღლესთან ერთად ახალ ფოტოებს აქვეყნებს

1721892729
თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, მშვენიერი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და სიახლეებს პერიოდულად უზიარებს. ამასთან იგი ფსიქოლოგიას ეუფლება და გამომწერებს სხვადასხვა საკითხზე რეკომენდაციებსაც აძლევს.

თათას ცოტა ხნის წინ, გადაცემაში რჩეულმა კონსტანტინე მოსიძემ ხელი სთხოვა და წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს. 

მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი მუდამ არის, რადგან თათა ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ახალი და გამორჩეული სახეა.

ამჯერად თათა „ინსტაგრამზე“ უახლეს ფოტოებს აქვეყნებს, სადაც წყვილი შესანიშნავად გამოიყურება.

„ულამაზესი წყვილი ხართ, ძალიან საყვარლები ხართ და ძალიან უხდებით ერთმანეთს. ჩემთვის ნამდვილად მისაბაძი წყვილი ხართ. როცა გავიგე რომ ერთად იყავით ძალიან გამიხარდა, როცა ერთად დაგინახეთ მივხვდი რომ ძალიან უხდებოდით ერთმანეთს და ერთმანეთი უსასრულოდ გეყვარებოდათ. ორივე საუკეთესოს იმსახურებთ და ამიტომ ხართ ერთად, მიყვარხართ“,- წერენ კომენტარებში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tata Giorgobiani (@tatagiorgobiani__)

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕ 28 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი - ამინდის პროგნოზი

⭕ 25 ივლისი ლეგენდარული ინოლა გურგულიას დაბადების დღეა