Digest Logo

რას ჰყვება ზურა დოიჯაშვილის მეუღლე - მისი ბოლო წინადადება იყო: „ნუთუ, აღარ გავივლი თბილისის ქუჩებში“

1762336192
ზურა დოიჯაშვილი

ქეთი ვადაჭკორიასთვის ვერავინ და ვერაფერმა ამოავსო ის სიცარიელე, რომელიც ქმრის, მომღერალ ზურა დოიჯაშვილის, „დოიჯას“, გარდაცვალების შემდეგ დარჩა.

ახლა ყოველი დღე მოგონებებითაა სავსე, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავდა. თუმცა არის დიდი ნუგეში და სიხარული მის ცხოვრებაში - შვილები და შვილიშვილები, რომელთაგან ერთი, ნაბოლარა დუდა, საოცრად ჰგავს ბაბუას.

გარდაცვლილი მომღერლის მეორე ნახევარმა „სარკესთან“ ბედნიერ და ტკივილიან წლებზე ისაუბრა:

ქეთი ვადაჭკორია:

„1979 წელს ბორჯომში გავიცანით ერთმანეთი. იმ წელს ბორჯომში, სანატორიუმში ვისვენებდი, მეცხრე კლასის მოსწავლე ვიყავი, ზურას კი სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა… სანატორიუმში მოდიოდა ყოველ დილით და მიმღეროდა სიმღერას „მე გაზაფხულივით მოგეპარე“. მას შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობა…

ყველა სიმღერა შვილივით უყვარდა, მაგრამ „მელიქიშვილის გამზირი“ (ეს სიმღერა მეუღლეს მიუძღვნა – რედ. შენ) მისი სავიზიტო ბარათი იყო…

რაც უნდა დამნაშავე ვყოფილიყავი, შერიგებისკენ მაინც ზურა დგამდა პირველ ნაბიჯს. ერთმანეთისთვის არასოდეს არაფერი დაგვიმალავს. ცოლ-ქმრობასთან ერთად ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები, ძმაკაცები…

საავადმყოფოში რომ მიგვყავდა და სახლიდან გავდიოდით, მისი ბოლო წინადადება იყო: „ნუთუ აღარ გავივლი თბილისის ქუჩებშიო…“ მყავს შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, მაგრამ მაინც სიმარტოვესა და სიცარიელეს განვიცდი…“

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გადავწყვიტეთ მისი სახელით დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფრებს, როგორც ამას თვითონ გააკეთებდა“ - „ქვევრის“ განცხადება

🎥 „როცა ქალი წარმატებულია, რაღაც პროცესებს მართავს, გადადის დომინანტურ როლში და ეს გადააქვს მასთან[პარტნიორი], შედეგად კი გარბის“ - ზურა მხეიძე

„ჩემი მეუფე აღარ მყავს...“ - ზურა ხაჩიძე სერაფიმე ჯოჯუას ემშვიდობება

წყარო: sarkenews.ge