Digest Logo

🎥 „როცა ქალი წარმატებულია, რაღაც პროცესებს მართავს, გადადის დომინანტურ როლში და ეს გადააქვს მასთან [პარტნიორი], შედეგად კი გარბის“ - ზურა მხეიძე

1762334446
ზურა მხეიძე

თანამედროვე სამყაროში, სადაც ქალებმა განათლებით, კარიერითა და შინაგანი სიძლიერით საკუთარ თავს ახალი სიმაღლეები გაუხსნეს, ჩნდება პარადოქსი. 

წარმატებული ქალების დიდი ნაწილი ხშირად რჩებიან მარტოხელები. ეს არ არის სიყვარულის დეფიციტი, არამედ ღირებულებათა შეუსაბამობა, შინაგანი სტანდარტების ამაღლება და იმ სიღრმის მოთხოვნა, რომელსაც ყველა ვერ პასუხობს.

როცა ქალი საკუთარი სამყაროს მმართველი ხდება, მის გვერდით ყოფნა აღარ არის სტატუსი — ეს არის თანაზიარობა, რომელიც ბევრს უჭირს და სწორედ ამიტომ, ბევრი ჭკვიანი ქალი მარტოა.

ფსიქოლოგიის ექსპერტი და ლექტორი ზურა მხეიძე ამბობს, რომ ასეთ ქალებმა არ იციან ურთიერთობა. მისი თქმით, რაღაცაში წარმატებულობა არ ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში ყველაფერი იცი. მარტო ყოფნის მიზეზიც არ ცოდნით აიხსნება:

„შეიძლება ქალი თავის სფეროში ძალიან მაგარია, მაგრამ არ აქვს ცოდნა ურთიერთობების. 

იმისთვის, რომ - მე მინდა ქალმა ყურადღება მომაქციოს, უნდა ვიცოდე ქალი რა არის. თუ მინდა, კაცმა ყურადღება მომაქციოს, მაშინ უნდა ვიცოდე, გავიგო როგორ აზროვნებს, რაზე რეაგირებს. ვიჯდე და ვიფიქრო, რატომ არ მაქცევენ ყურადღებას არ გამოდის. ურთიერთობა ძალიან კარგი გამოდის მაშინ, როდესაც პარტნიორს იცნობ!

როცა შენ გესმის მისი. როცა გაბრაზებულია ისიც იცი რატომ. როცა ჩხუბობს იცი რა უნდა გააკეთო. პროცესებს სხვანაირად ხედავ. 

ამიტომ რაღაცაში რომ წარმატებული ხარ, ამაშიც შეიძლებოდა რაღაცები გესწავლა. 

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ორი წლის წინ. 532 სიყვარულის ისტორია, პლუს ფილმები, არაქართული. იმიტომ ვამბობ, რომ რაღაცები დაემთხვა, ვიღაცამ რომ არ თქვას, ქართველმა ქალებმა გითხრეს. ამ ურთიერთობებში რამდენიმე ეტაპი გამოიყო. 

პირველი ეტაპი: აღმოჩენა. რატომ მაინცდამაინც ის აირჩიე ამდენ ხალხში.

მეორე ეტაპი: დაზუსტება. კარგი მომეწონე, მომეწონე, მაგრამ მერე რაღაცები. 

მესამე ეტაპი: გადაწყვეტილების მიღება. 

მეოთხე ეტაპი: ერთად ყოფნა. 

გვაინტერესებდა - უბრალოდ მომეწონა, კარგი კაცი იყო, კარგი ქალი იყო კი არა, კონკრეტული მომენტი, როცა ეს გაიფიქრე, რა დაინახე და რა თქმა უნდა ყველა ჰყვება რაღაცებს და ბევრი მასალა შეიქმნა. 

მივიღეთ ისე, რომ ქალებს აინტერესებთ კაცები, რომელშიც დომინანტურ ნიშანს ხედავენ. რა დომინანტური ნიშანი შეიძლება იყოს? ფიზიკური, ინტელექტუალური - თუ ადამიანი ჭკვიანია, მიზიდულობა არსებობს. სოციალური სტატუსი. გამოვიდა ისე, რომ ამ სამიდან რომელიმე უნდა დაინახო, რომ შენ ის თეორიულ პარტნიორად აღიქვა. 

ვამბობ ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს, რომ როცა ქალი წარმატებულია კარიერაში, გადადის დომინანტურ როლში, რადგან რაღაც პროცესებს ვმართავ და ამასთანაც გადამაქვს ეს დომინანტობა და ის გარბის.

კაცში არის მეტი ბავშვურობა, გაცილებით მეტი, ვიდრე ქალში. 

ქალმა მამაკაცური ინსტინქტი რომ გააღვიძოს ორი ვარიანტია:

პირველი: დაუპირისპირდე, ამ დროს ჩაირთვება შეჯიბრობითობა იმიტომ, რომ კაცია და ნახე როგორ არის, შენ როგორ უნდა მომიგო, ამას აკეთებს კაცი. 

მეორე: დაცვა როცა გჭირდება. თუ კაცი ჭკვიანია დაპირისპირებაში არ უნდა გამოიწვიო, რადგან დაცვა იმას სჭირდება, რომელიც უფრო სუსტია“, - ამბობს ზურა მხეიძე. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემი მეუფე აღარ მყავს...“ - ზურა ხაჩიძე სერაფიმე ჯოჯუას ემშვიდობება

„თვლი, რომ უკვე ძლიერი ხარ, რომ უკვე გაიმარჯვე და უშვებ საბედისწერო შეცდომას - შენ დუნდები“ - ვატო მსხილაძე სულიერი ძიების გზაზე

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზამთარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება