Digest Logo

„გადავწყვიტეთ, მისი სახელით დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფრებს, როგორც ამას თვითონ გააკეთებდა“ - რესტორანი „ქვევრი“ მიმართვას ავრცელებს

1762335484
ლაშა ბასლანძე

რესტორანი „ქვევრი“, რომლის მფლობელიც გუშინ, 4 ნოემბერს დაკრძალეს, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

გუნდმა ლაშა ბასლანძის პატივსაცემად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაჭირვებულ ოჯახებს, მოხუცთა თავშესაფრებს და ბავშვთა თავშესაფრებს ესტუმრონ და დაეხმარონ:

„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად, მისი სიკეთე და თანაგრძნობა ყოველთვის გვახსოვს…

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მისი სახელით დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფრებს გავუზიაროთ მათ სითბო და საკვები, როგორც ამას თვითონ ლაშა გააკეთებდა.

თუ იცით ადგილები, სადაც ადამიანები საჭიროებაში არიან ოჯახები, მოხუცთა თავშესაფრები, ბავშვთა თავშესაფრები ან ადამიანები, ვინც დახმარებას ელის, გთხოვთ, კომენტარებში დაგვიწერეთ ან მოგვწერეთ პირადში.

მადლობას გიხდით დაფასებისთვის!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ  რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს,40 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა ქალი წარმატებულია, რაღაც პროცესებს მართავს, გადადის დომინანტურ როლში და ეს გადააქვს მასთან[პარტნიორი], შედეგად კი გარბის“ - ზურა მხეიძე

„ჩემი მეუფე აღარ მყავს...“ - ზურა ხაჩიძე სერაფიმე ჯოჯუას ემშვიდობება

„თვლი, რომ უკვე ძლიერი ხარ, რომ უკვე გაიმარჯვე და უშვებ საბედისწერო შეცდომას - შენ დუნდები“ - ვატო მსხილაძე სულიერი ძიების გზაზე