როგორ შეიქმნა ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ და რა ეტაპები გაიარა კოლექტივმა პირველ წარმატებამდე? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „პრაიმშოუ“ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ისაუბრა.
როგორც იგი აღნიშნა ჯგუფის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორი მიტროპოლიტი სერაფიმე იყო, რომელსაც იმ პერიოდში ახალი დაწყებული ჰქონდა მოღვაწეობა ბორჯომში:
„33 წელი არ არის ცოტა დრო, ძალიან დიდი მადლობა ოჯახის წევრებს, პროდიუსერებს და ყველას ვინც ამ ჯგუფის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ბორჯომში გაგვეკეთებინა ჯგუფი. საცეკვაო ჯგუფი გვინდოდა და არა ვოკალური. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მოავლინა ჩვენთან პატრიარქმა, მიტროპოლიტი სერაფიმე და მასთან კონტაქტმა, ეკლესიაში სიარულმა, განაპირობა ამ აზრის ჩამოყალიბება.
მე მაგ დროისთვის გოგო მომწონდა, სილამაზის კონკურსზე გამოდიოდა და ყვავილები ძმაკაცს მივატანინე ჩემთვის იმდენად უცხო იყო სცენა. წარმოიდგინეთ ერთ წელიწადში მოხდა ყველაფერი. მალევე ვმართავდით კონცერტებს. სამწუხაროდ ერთი წევრი ცოცხალი აღარ არის, ვისთან ერთადაც დავაფუძნეთ თავდაპირველად. მეორე ლევან ციცქალაძე იყო. სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე რომ ჩემი ჯგუფი ყოფილიყო მრავალხმიანი და არა საცეკვაო“, - იხსენებს ზურა ხაჩიძე.
ვრცლად, კომენტარებში:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ქმნის დისტანცირების შთაბეჭდილებას“ - ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
⭕ „ლამაზი და მიმზიდველი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე ბათუმიდან
⭕ „ადამიანმა არ შეიძლება ცხოველივით გაიმართლოს თავი“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე