ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანმა არ შეიძლება ცხოველივით გაიმართლოს თავი,
– „იცი, ინსტინქტურად მომივიდა ასე…“
– „ჩემმა ბუნებამ მაცდუნა...“
– „ასეთი ხასიათი მაქვს, და რა ვქნა?!“
გესმით?!
ადამიანი ხომ სულ თავს იმართლებს?“
და სინამდვილეში,
სინამდვილეში, ადამიანი, ყოველთვის, დგამს რა ნაბიჯს – ყოველთვის, თუნდაც ძალიან მცირედით, მაგრამ მაინც აქტუალიზდება მისი თავისუფლება,
ამიტომ ყოველთვის პასუხს აგებს ადამიანი,
სწორედ ამ თავისუფლებიდან გამომდინარე,
თორემ თავისუფალი რომ არ იყოს,
არცერთ საქციელზე პასუხს არ ვაგებდით ჩვენ...“, - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჩეკების დაწვის რიტუალი ფინანსური ენერგიის დასაბრუნებლად - „ჩაატარეთ მხოლოდ ოთხშაბათს...“
🎥 „სანამ პატარას შევხვდები...“ - რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი