საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, მიტროპოლიტს 15:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ.
„ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 28, 29 და 30 ნოემბერს.
დაიკრძალება 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი თქვით...“ - 28 ნოემბრის ენერგიები