64 წლის ასაკში მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ავრცელებს:
„♰ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მისი მაღალყოვლადუსამღვდლოესობის მიტროპოლიტ სერაფიმე (ჯოჯუას) გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის სამწყსოს, ახლობლებსა და ნათესავებს.
♰ ღმერთმა ცათა სასუფეველში დააწესოს სული ახლადგარდაცველებულისა მიტროპოლიტისა სერაფიმესი.
ამინ!“, - წერია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, მიტროპოლიტი სერაფიმე დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე.
1991-1992 წლებში თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში. 1992 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილი აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცა და წმინდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად უწოდა სახელი სერაფიმე და დაადგინა ფოკას მამათა მონასტრის წინამძღვრად, ოქტომბრის თვეში ფოკას მონასტერში აკურთხა ბერ-დიაკვნად.
1992 წლის 26 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი სერაფიმე სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.
2002 წლის 17 ნოემბრამდე მეუფე სერაფიმე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო ამის შემდეგ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: