„მიყვარხარ, პატრიარქო“ - ბიჭი ცნობილი ვიდეოდან, პატრიარქის დალოცვის შემდეგ სტიქაროსანი გახდა. მის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა სიუჟეტი მოამზადა.
იგი მამა შალვა კეკელიასთან მსახურობს სტიქაროსნად და იმ დღეს იხსენებს, როდესაც პატრიარქმა დალოცა. 9 წლის გიორგიმ უწმინდესი ბოლო გზაზე გააცილა.
„მე ის ბიჭი ვარ, რომლის ვიდეოც მთელმა საქართველომ ნახა. ამ ვიდეოს როცა ვუყურებ ტანში ჟრუანეტლი მივლის და ძალიან მიხარია. დღემდე მახსოვს მისი ფაფუკი ხელები და ეს არასოდეს დამავიწყდება.
ტაძარში დედას დავყავდი ხშირად მიყვებოდა პატრიარქზე და ძალიან შემაყვარა, მქონდა უდიდესი სურვილი ერთხელ მაინც შევხვედროდი პატრიარქს. მას ჰქონდა საოცარი ღიმილი, თვალებით მე მიყურებდა და ხელი, როცა დამადო და დამლოცა დედას სიხარულისგან ცრემლები მოსდიოდა.
მას შემდეგ, რაც პატრიარქმა დამლოცა, ეკლესიაში სიარული ძალიან მომინდა და მამა შალვა კეკელიასთან გავხდი სტიქაროსანი. შაბათ-კვირას დავდივარ ხოლმე წირვა ლოცვაზე.
ძალიან მეტკინა გული, რომ პატრიარქი გარდაიცვალა. მიხარია, რომ ეს კადრები პატრიარქთან ერთად არის გადაღებული, სადაც მეც ვარ და მიხარია, რომ ეს კადრები ისტორიას შემორჩება “, - ამბობს გიორგი.
როგორც იგი ჰყვება 5 წლიდან გალობს, განსაკუთრებით კი პატრიარქის საგალობელი „წმინდაო ღმერთო“ უყვარს.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „მთელი გულით მიყვარს, ნეტა ცოცხალი იყოს...“ - მოქალაქე პატრიარქს ემშვიდობება