22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
მას უამრავი ადამიანი დაემშვიდობა და ეს დღე მოქალაქეებისთვის ძალიან ემოციური იყო.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებ გუნდთან ერთ-ერთი მოქალაქე პატრიარქზე საუბრობს.
„მთელი გულით მიყვარს. ნეტა ცოცხალი იყოს.... ჩემთვის პატრიარქი იყო მამა, ჩემი ცხოვრება და ყველაფერი იყო პატრიარქი. ყველა ქრისტიანები რომ ვართ და ღმერთის რომ გვჯერა, გვწამს პატრიარქის დამსახურებით არის ეს“, - ამბობს მოქალაქე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს