 
        
        მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათ დაოჯახებას ყველა დადებითი ემოციებით შეხვდა და საზოგადოებამ მათი წყვილი მალევე შეიყვარა.
ახლახან გიორგი გადაცემის „პრაიმ შოუს“ სტუმარი იყო, სადაც თქვა, რომ ექსტრავერტია და ბევრი საუბარი უყვარს:
„როცა ენერგია მაქვს, სრულად ექსტრავერტი ვარ. მიყვარს ძალიან ბევრი ლაპარაკი, შემიძლია გავათენო კიდეც, პათოლოგია მჭირს.
როცა რაღაცას განვიცდი, უენერგიოდ ვარ, ვნერვიულობ, ვღელავ - მაგ დროს ინტროვერტი ვხდები.
ნიუ-იორკში რომ გავფრინდი, ქართველი არავინ იჯდა თვითმფრინავში, გავგიჟდი კინაღამ ისე გამიჭირდა“, - ამბობს გიორგი გასვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღვთაებრივი ქალბატონი ხარ“ - ეკატერინე ტუღუშის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
