Digest Logo

🎥 „მიყვარს მთა, ვგიჟდები... სრიალის დროს ვგრძნობ ბედნიერებას“ - ნანიკო ხაზარაძის დედა სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა

1746644833
ნანიკო ხაზარაძის დედა

77 წლის ჟეკო ჭავჭანიძე ცნობილი ტელეწამყვანის ნანიკო ხაზარაძის დედაა, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაშია და ასაკი ნამდვილად არ ეტყობა. იგი თხილამურებზე სრიალითაა გატაცებული და როგორც თავად ამბობს, ეს მას ბედნიერებას ანიჭებს. 

გადაცემის „პრაიმშოუს“ ჩაწერისთვის იგი სწორედ გუდაურიდან ჩავიდა, სადაც ასაკზე ისაუბრა:

„ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა და გამომდის. მიყვარს მთა, ვგიჟდები. სრიალის დროს ვგრძნობ ბედნიერებას. შემიძლია და ვსრიალებ, არ ვგრძნობ არც წლებს.

ვიცი და ცუდია, მაგრამ რაც არის ეგ არის, რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. 

მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც ვარჯიშობს, თავს უვლის, სალონში დადის. აბსოლუტურად შორს ვარ მანდედან“, - ამბობს ჟეკო ჭავჭანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არაერთმა კლინიკამ დამირეკა და მითხრა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის რიცხვი საკმაოდ მაღალია...“ - რას წერს ზურა სიხარულიძე

🎥 „გაქვთ ტიტანური ენერგია და ახლა შეგიძლიათ ყველას და ყველაფერს გადაუაროთ“ - როგორი კვირა ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს, ანზორ ოდიშარია ასტროპროგნოზი

🎥 „ობიექტური უნდა იყო და არა თვალდახუჭული“ - ნანი ბრეგვაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა