
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო დღეებში არაერთმა კლინიკამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის რიცხვი გაიზარდა. ეჭვია ფენტანილის ზედოზირების შემთხვევებზე, ამიტომ ნარკოლოგი საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:
„კიდევ ერთხელ დავწერ, მგონი საჭიროა და პატარა ეს ქალაქი და ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ როგორც ყოველთვის მალავს ყველა, რომ უბედურება ტრიალებს ეს ორი კვირაა ქალაქში.
ბოლო დღეებში არაერთმა კლინიკამ დამირეკა და მითხრა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის რიცხვი საკმაოდ მაღალია და ნუ დიდ ეჭვია, რომ იყოს ფენტანილის ზედოზირების შემთხვევებია.
ფენტანილი არის ძალიან ძლიერი სინთეზური ოპიოიდით, რომელიც მცირე დოზითაც კი იწვევს სიკვდილს.
კიდე ერთხელ დავწერ - რას ვაკეთებთ ფენტანილის ზედოზირების დროს?
1. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112)
– ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.
2. ნალოქსონის გამოყენება (Naloxone/Narcan)
– შეიყვანეთ „ნალოქსონი“
– ფენტანილის შემთხვევაში შეიძლება მეტი დოზა იყოს საჭირო.
3. ძირითადი სასიცოცხლო მხარდაჭერა
– CPR ან ხელოვნური სუნთქვა, თუ პაციენტი არ სუნთქავს ან არ აქვს პულსი.
– არ დააყოვნოთ, თუნდაც ნალოქსონის გამოყენების შემდეგ.
4. გადაყვანა ჰოსპიტალში
– ინტენსიური მეთვალყურეობა სავალდებულოა, რადგან ნალოქსონის მოქმედება დროებითია და ფენტანილის მოქმედება შეიძლება განახლდეს.
საჭიროა სახელმწიფომ გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები:
• ნაზალური ნალოქსონის (ნალტრექსონის) რეგისტრაცია და იმპორტი საქართველოში
• მისი ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის
რავი, გაითვალისწინეთ ნუ მიატოვეთ ადამიანს მარტო, თუ გაქვთ ეჭვი, რომ მან მიიღო ნარკოტიკი !!!“, - წერს ზურა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: