
მსახიობი ზურა ცინცქილაძე გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც მან საქართველოს ისტორიასა და მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი სამშობლოს როლზე ისაუბრა:
„დავიწყე სიტყვის განმარტებიდან, ერთგან წავიკითხე, რომ ტოპონიმია მიწის ენაა, სადაც კაცობრიობის ისტორიაა დამარხული. ათას წიგნს არ შეუძლია იმდენი ცოდნის მოცემა, რაც შესაძლებელია ერთმა ტოპონიმმა მოგცეს.
აჭარა, საიდანაც მე ვარ - ჭარნი, ამოვიკითხე. ვეკითხები ზუგდიდში რას ნიშნავს ჭარ და მითხრა, წიგნს, წერას, ბედს ნიშნავსო. ჭარნი ესე იგი მწიგნობარნი. ჩემს ეთნოსს სახელი ჰქვია მწიგნობარი.
აჭარაში, წყლის ხეობაში შეფენილია სამი დიდი რაიონი, დღესაც უნდა ნახოთ როგორ სწავლობენ, როგორ წერენ და რამხელა მნიშვნელობას აძლევენ წერა-კითხვას, განათლებას.
მხარეს ჰქვია დიდაჭარა, დიდა ხომ დედაა. დედა ხომ მხოლოდ მშობელს არ ნიშნავს, დედა ხომ მთავარსაც ნიშნავს, ანუ მთავარი წიგნი, დიდაჭარა, დედა წიგნი. ანდრია პირველწოდებული სწორედ ამ დედა წიგნის გასაცნობად მობრძანდა აჭარაში“, - ამბობს ზურა ცინცქილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მშვენიერი გოგო“ - ელენე ეპიტაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც თეთრ კაბაში პოზირებს