Digest Logo

🎥 „მხოლოდ ორი თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს...“ - ვინ არის ერთადერთი ქართველი ონკოპაციენტი, რომელიც სტივ ჯობსის პროგრამისთვის შეარჩიეს?

1739786109
ნატალია პაჭკორია

კიბოს დამარცხების ინოვაციური პროგრამა -  ერთადერთი ქართველი ონკოპაციენტი, რომელიც სტივ ჯობსის პროგრამისთვის შეარჩიეს ნატალია პაჭკორია აღმოჩნდა. ონკოპაციენტმა მკურნალობა დიაგნოზის დასმის შემდეგ ტრადიციული მეთოდებით დაიწყო, დაკარგა რამდენიმე ორგანო, ჩაუტარდა ორი ოპერაცია და დასჭირდა 75 ქიმიოთერაპია.

აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი გადაცემაში „კურიერი P.s“მოამზადეს:

ნატალია პაჭკორია იხსენებს, რომ როდესაც კლასიკურმა მედიცინამ საკუთარი რესურსი ამოწურა და ექიმებმაც მხოლოდ ორი თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და საკუთარი სხეული სტივ ჯობსის კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტს დაუთმო.

საუკუნის უკურნებელი სენის წამლის შესაქმნელად, ოჯახმა ექსპერიმენტული მკურნალობა ადამიანების ვიწრო ჯგუფზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სტივ ჯობსი პანკრიასის სიმსივნით გარდაიცვალა.

მკურნალობის მეთოდი მკაცრად გასაიდუმლოებულია. პაციენტები პროგრამას სრულ ნდობას უცხადებენ, ნატალიას შემთხვევაში შედეგი გასაოცარია.

ნატალია პაჭკორია არის ერთადერთი ქართველი ე.წ. ელჩი, მედიცინის ისტორიის ახალი ფურცლის ჩანაწერში.

როდესაც ნატალია საბოლოოდ დაამარცხებს ვერაგ დაავადებას, ეს იქნება ახალი ერა და იმედი სხვა პაციენტებისთვის, რომ ისინიც გადარჩებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მუშაობს მეხსიერება? - ფსიქოლოგის განმარტება

⭕ „ლივერპული მზად არის, ამ ზაფხულს ალისონს გამოეთხოვოს, რაც გიორგი მამარდაშვილს გზას უხსნის“ - ბრიტანული მედია

⭕„7 წელიწადში დედამიწას შესაძლოა, ასტეროიდი 2024 YR4 დაეჯახოს“ - CNN