Digest Logo

„7 წელიწადში დედამიწას შესაძლოა, ასტეროიდი 2024 YR4 დაეჯახოს“ - CNN

1739781411
არსებობს შანსი, რომ დედამიწას მომდევნო ათწლეულში დიდი ასტეროიდი დაეჯახოს

ახლახან აღმოაჩინეს ასტეროიდი 2024 YR4, რომელიც 2032 წელს შესაძლოა, დედამიწას შეეჯახოს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, იმის მიუხედავად, რომ შეჯახების შანსი მაღალი არ არის - საშუალოდ 2%, ასტრონომები კოსმოსურ ობიექტს ყურადღებით აკვირდებიან, რომ მეტი დეტალის შესახებ მიიღონ ინფორმაცია. 

„2024 YR4-ის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა ასტეროიდი სავარაუდოდ, 40-იდან 90 მეტრამდე სიგანის არის, რაც შედარებისთვის, დიდი ზომის შენობის ზომისაა“, - აცხადებს დედამიწის სიახლოვეს მდებარე ობიექტების კვლევის ცენტრის (CNEOS) მენეჯერი პოლ ჩოდასი.

როგორც ცნობილია, დედამიწისთვის სასიცოცხლო საფრთხის შექმნა შეუძლიათ „პლანეტის მკვლელ ასტეროიდებს“, რომელთა დიამეტრი 1 კილომეტრი ან მეტია. მაგალითისთვის, ასტეროიდი, რომელიც დედამიწას 66 მილიონი წლის წინ შეეჯახა და დინოზავრების გადაშენება გამოიწვია, 10 კილომეტრის გარშემოწერილობის იყო.

რაც შეეხება 2024 YR4-ს, მისი ზომის ასტეროიდს მხოლოდ რეგიონალური მასშტაბის ზიანის მიყენება შეუძლია.

„ამიტომ, ასტრონომებმა მის შესახებ რაც შეიძლება მეტი ცნობა უნდა მოიპოვონ და რაც შეიძლება მოკლე დროში“, - აღნიშნულია სტატიაში.

დამატებით ისეთი მონაცემების მოპოვებით, როგორიცაა კოსმოსური კლდის ტრაექტორიის ზუსტი განსაზღვრა, შესაძლოა დედამიწასთან პირდაპირი შეჯახების რისკი ნულამდე დაიყვანოს. თუმცა, ასტრონომებს მხოლოდ გარკვეული დრო აქვთ ასტეროიდზე დასაკვირვებლად, მანამ ის აპრილში, მხედველობის არიდან გაქრება.

როგორც CNN წერს, ისინი ასტეროიდის ზომისა და ორბიტის განსაზღვრის მიზნით, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპს იყენებენ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 21 პირი

🎥 „ნაკლებად უნდა ვუამბოთ ცუდი ფაქტები...“ - შფოთვა, სიმპტომები და გამკლავების გზები სპეციალისტისგან

🎥 „ამ კვირაში გადამეტებული ყველაფერი დასჯადია...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!

წყარო: newshub.ge