„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. ოზურგეთში მაყურებლის წინაშე „ღამის შოუს ბენდი“ წარდგა.
„ძალიან მიყვარს ჩემი ერი, ჩემი ქართველი ხალხი. ვუსურვებ საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში ძალიან მალე კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას, მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს“, – განუცხადა „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა თათა გიორგობიანმა „ქრონიკას“.
„მხოლოდ სიყვარულია ის, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უხდება და ყველაზე კარგად გამოსდის. ასეთ პირობებში ჩვენ ვიქნებით წარმატებული და ბედნიერი ერი, – განაცხადა ოზურგეთში, კონცერტის შემდეგ მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ.
„გავცვალეთ ემოციები, იგრძნობოდა ერთიანობა და მხარდაჭერა“, – აღნიშნა მომღერალმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „8-წლიანი ძიება დასრულებულია...“ - თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა
⭕ რომი-ქუთაისის ავიარეისზე მგზავრი გარდაიცვალა
⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით