
ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია გადაცემის „იმედის დღე“ სტუმარი იყო, სადაც ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც თავად ამბობს, ქართული ენა არამარტო კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ აზროვნების წესი და რიგია:
„კულტურული ადამიანისთვის ნებისმიერი ენა არის ღირებული და პატივის მიგების ღირსი, მხოლოდ უკულტურო მოიხსენიებს აუგად არათუ მშობლიურ, არამედ ნებისმიერ სხვა ენას. ენა ღვთის საჩუქარია, არავინ იცის პირველად ქართულად ვინ დაილაპარაკა, მაგრამ ყველამ იცის როგორ ჟღერს იავნანა დედის ხმით, ყველამ იცის როგორ აუხსნია სიყვარული სატრფოსთვის, ყველამ იცის მეგობრისთვის როგორ უთქვამთ სადღეგრძელო. ქართული არის საშუალება, რომლითაც ჩვენ ერთმანეთს ვაგებინებთ ვინ ვართ ჩვენ და ვინ გვინდა სხვისთვის ვიყოთ.
ეს არამარტო კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ აზროვნების წესი და რიგი, ქართველი სამყაროს აი, ასე აღიქვამს, ქართული ენის საშუალებით“, - ამბობს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: