Digest Logo

მკვლელობა ქობულეთში - მოკლულია 31 წლის კაცი

1711263243
პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ლ.გ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 10 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არ ვიცი მწერალი წარმოიდგენდა თუ არა, მაგრამ მის სახლ-მუზეუმში პატარა იოსელიანი დახოხავს“ - ნუცა ცისკარიშვილი

„ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრს, ვინც ამ ტრაგედიას შეეწირა ან დაშავდა!“ - ზურა ხაჩიძე

24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს