მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.
დაჭრილია 130-მდე ადამიანი. „ეფ-ეს-ბეს“ ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე გამოეხმაურა და რუს ხალხს მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ყველა იმ ადამიანის ოჯახის წევრს, ვინც ამ ტრაგედიას გუშინ შეეწირა ან დაშავდა!
საშინელება მოხდა გუშინ მოსკოვში და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ტერორიზმს გამართლება არცერთ შემთხვევაში არ აქვს!
უიარაღო ხალხთან ასე იქცევიან მხოლოდ ლაჩრები!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს
⭕„კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს, საბერძნეთს კი, კვარამ მიხედოს“ - ბუდუ ზივზივაძე