Digest Logo

„მოდი შევხვდეთ, ლაივი გავაკეთოთ და მითხარი რაში მოვიტყუე... იმის მაგივრად, მხარში დამიდგე, მომიკითხო, „გამომიჭირე“, რომ ვიღაცამ კამერა მათხოვა?“ - გიორგი ჯობავა „საეჭვო კაცს“ მიმართავს

1751985867
გიორგი ჯობავა

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.

ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა.

მისმა მეუღლემ, სალი წვერავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. მას გეზი ამაზონის ჯუნგლებისკენ ჰქონდა აღებული.

მიუხედავად სამწუხარო ფაქტისა, გიორგიმ ყველა ძალა მოიკრიბა და გადასაღებად ახალი ტელეფონით წავიდა, რომელიც საქართველოდან გადარიცხული ფულით იყიდა. 

როგორც ირკვევა, ვიდეოგრაფს დახმარება გიდმა დეივიდმა გაუწია, გარდა ტელეფონისა კამერაც უშოვა, რითაც გიორგიმ ვიდეოს გადაღება შეძლო. 

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთმა ამბავი გულთან ახლოს მიიტანა, ნაწილმა კი გიორგი ტყუილში დაადანაშაულა. ერთ-ერთია გიორგი მახარაშვილი, ცნობილი იუთუბერი, რომელსაც 304K გამომწერი ჰყავს. 

„იუთუბის დრამების დასაწყისს ოფიციალურად ვაანონსებ. 

შემდეგი ისტორიაა თუ როგორ გაიჩთა აბორიგენებთან ბუტკა, სადაც იყიდებოდა სონის კამერა და ზუკოს წვენი. 

ეს გაფრენამდეა გადაღებული, ეკვადორელებს ვაჩვენეთ და კიო, ქეიჯი დააბრუნეს კამერის. მადლობა ეკვადორზე არსებულ ყაჩაღობასა და ძარცვის სამინისტროს“, - წერდა გიორგი მახარაშვილი. 

გარდა „საეჭვო კაცისა“, სიტუაციაში ვერ გაერკვა სოციალურ ქსელში human kako-ს სახელით ცნობილი ბლოგერი, რომელიც წერდა, რომ გიორგის ტელეფონის გარდა კამერებიც თან ჰქონდა.

„რა ჯანდაბა ხდება, გამაგებინეთ. რა მხოლოდ აიფონით ხელში... 

კალთაში გიდევს კამერა, აიღე შე კაცო და დასცხე კადრები“, - წერდა მოგზაური.

ბრალდებებს სოციალურ ქსელში თავად გიორგი ჯობავა გამოეხმაურა, რომელმაც ახსენა, რომ მის მიმართ აგორებული კამპანია, ძალიან გულდასაწყვეტია. გარდა ამისა, ვიდეოგრაფი იმდენად ემოციურად საუბრობდა, რომ თავი ვერ შეიკავა და ცრემლებიც წამოუვიდა. 

„რაში მოვიტყუე, მითხარი. ახლაც რომ დებ სთორის, მითხარი! მოდი, შევხვდეთ, ლაივი გავაკეთოთ, გადაცემა და მითხარი რაში მოვიტყუე. 

ამ ყველაფრის აზრი და მორალი იცით რა არის? ეს არის მოტივაცია, ინსპირაცია, ცხოვრების უკეთესად დანახვის რაღაც გზა. 

შეცდომა ის იყო, ვიღაცები ჩემს სახლში რომ ამოვიყვანე, კი შემეშალა, არ უნდა მექნა, მაგრამ ტყუილი? სამივე შვილს ვფიცავ მე რომ ცუდად ვიყავი არ არის ეს ტყუილი და ის, რომ მე აიფონ 16-ით გადავიღე ეგ ვიდეო. 

ისედაც რა ეპოქაში ვცხოვრობთ იცით, ყველა ერთმანეთს ლანძღავს, ის იმან მოკლა, დაჭრა, გააუპატიურა - ნეგატივის სამყაროში ვცხოვრობთ და მე რომ ვცდილობ, მოტივაცია მოგცე, ეს ხომ მეტაფორული რაღაცაა და იმის მაგივრად, მხარში დამიდგე, მომიკითხო, „გამომიჭირეთ“? რაში? რომ ვიღაცამ კამერა მათხოვა? ეს ყველაფერი მორალური, ზნეობრივი ამბავია. 

გული რაზე მწყდება იცით? მახარამ დასთორა ეგენი, ღადაობდა, ირონიულად მომიხსენიებდა - ტიპს, რომელსაც ვუყურებ, ვგულშემატკივრობდი, მიცინია. მივწერე კიდეც, ახალი ვარ იუთუბზე, იქნებ შემოვიდე ურთიერთობაში, მაგრად მიტყდება, ემოციურად ვარ“, - ამბობს გიორგი ჯობავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - „უფალმა დაგლოცოთ“

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ივლისის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელოდება

ალექსანდრა პაიჭაძე გადაღებიდან მორიგ ცეცხლოვან ფოტოებს გვიზიარებს - „ვგიჟდები შენზე, ყველაფერი რომ გიხდება“